კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 23 ივლისს ჩატარდება!

შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-8 კლასში მისაღები გამოცდა ხვალ, 23 ივლისს ჩატარდება.

გამოცდაზე რეგისტრაცია  დაიწყება- 07:30 საათიდან

გამოცდა დაიწყება  - 08:30 საათზე

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათმატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·       საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

·       აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლისმიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 


გამოცდის ფორმატი, ტესტის სტრუქტურა და ხანგრძლივობა:


·       მე-8 კლასში მისაღები გამოცდა იქნება მხოლოდ მათემატიკაში.

მე-8 კლასში მისაღებ მათემატიკის საგამოცდო ბილეთში იქნება 30 დახურულბოლოიანი საკითხი:

·       პირველი 24 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

·       ბოლო 6 საკითხი იქნება 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით. ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1
საგამოცდო დრო: 3 საათი


მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 8  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-8 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55 %-ს მაინც.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ